დაგეგმილია პროვოკაციები, ამიტომ გადავინაცვლებთ ქუთაისისკენ - ვარლამ გოლეთიანი

15 აპრილი 2021, 16:01 1011 ნახვა

შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, სოფელ გუმათში "რიონის ხეობის მცველები" საპროტესტო ადგილს იცვლიან და ქუთაისისკენ მიემართებიან - ამის შესახებ განცხადება ვარლამ გოლეთიანმა გააკეთა. საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თქვა, რომ არსებობს საფრთხე, ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები აქციაზე შეხვდნენ ერთმანეთს და მოხდეს პროვოკაციები. ამით ბარკადების მეორე მხარეს მყოფები ისარგებლებენ და არ არის გამორიცხული აქცია დაარბიონ. 

გუმათში დღეს "ქართული მარშის" წევრები ჩავიდნენ, რამდენიმე საათის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ,,ნამახვანჰესის'' პროტესტის შესაერთებლად თბილისიდან დომენიკ მანგო მიდის, რომელიც თავს აქტივისტად მიიჩნევს. დაპირისპირება შესაძლოა ამ ორ ჯგუფს შორის მოხდეს. დომენიკ მანგომ კომპანია "ენკას" საწინააღმდეგო აქციაზე წასვლის სურვილი საჯაროდ ფეისბუქის საშუალებით გამოთქვა და თხოვა თანამოაზრეებს შეერთებოდნენ პროტესტს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ ორი პირობა აქვთ - დიალოგისთვის შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ან მის სპეციალურ წარმომადგენელს, ასევე ადგილიდან აიღონ რკინის ბარიკადები, რათა პროტესტის გაგრძელება მშვიდობიან ფორმატში შეძლონ.

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი მირზა ნოზაძე დღეს გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომ „მოსკოვიდან ჩამოსული ქართველი ბიზნესმენი აქციის დაფინანსებას გეგმავს“. მისი თქმით, ილია ძოწენიძემ დახმარება შესთავაზა, თუმცა უარი უთხრეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი