ჩინური ვაქცინების ეფექტიანობა მერყეობს სადღაც 60%-დან 89%-ის ფარგლებში, რაც დაწესებულ ზღვარში ჯდება - ამირან გამყრელიძე

12 აპრილი 2021, 14:59 1647 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გუშინ სხვადასხვა უცხოური მედიის მიერ ჩინური ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის განცახდება, რაც ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა სწორად არ იქნა ინტერპრეტირებული.

მისივე განმარტებით, ჩინური ორი ვაქცინა, რომელიც ამ დროისთვის საერთაშორისო ბაზარზეა "სინოფარმი" და "სინოვაკი" ისინი ავტოროზირებულია დაახლოებით 40-მდე ქვეყნის მიერ, მათ შორის უნგრეთის მარეგულირებლის მიერ და ყველა ვაქცინას, რომელიც დღეს ბაზარზე გამოიყენება აქვს საკმაოდ მაღალი დაცვის ეფექტი კოვიდის მიერ გამოწვეულ გართულებებსა და სიკვდილიანობაზე. 

ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის განცხადება ეხებოდა "სინოვაკს", რომელიც ფართოდ გამოიყენება ჩინეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში.

გამყრელიძის განცხადებით, ჩინური ვაქცინების ეფექტიანობა მერყეობს სადღაც 60 -89%-ის ფარგლებში, "სინოფარმი", რომელიც შემოტანილია საქართველოში, მისი ეფქტურობა მერყეობს 79-86% ფარგლებში, "სინოვაკმა", რომელზეც გუშინ იყო საუბარი ბრაზილიაში აჩვენა 51% ეფექტურობა სხვა ქვეყნებში უფრო მაღალი 70%-მდე ეფექტურობა, ორივე ჯდება დაწესებული ზღვარის ფარგლებში.

"როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აძლევს ვაქცინას გადაუდებელი მოხმარების ნებართვას მას აქვს 50%-იანი ზღვარი აქვს დადებული, თუ ვაქცინას აქვს 50%-ზე მეტი ეფექტურობა, მაშინ მისი დაშვება ბაზარზე ნებადართულია, რადგან ის იცავს ყველა მეორე ადამიანს სხვადასხვა გართულებებისა და სიკვდილიანობისგან. ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს მსოფლიო ბაზარზე გამოიყენება აჩვენა, რომ მათ აქვთ ძალიან მაღალი დაცვის ეფექტი კოვიდის მიერ გამოწვეულ გართულებებსა და სიკვდილიანობაზე.

 

ჩინური ვაქცინების ეფექტიანობა სხვადასხვა კვლევებით მერყეობს სადღაც 60-დან 89% ფარგლებში, "სინოფარმი", რომელიც დღეს გვაქვს შემოტანილი მისი ეფექტურობა მერყეობს 79-86% ფარგლებში, "სინოვაკი", რომელზეც გუშინ იყო საუბარი ბრაზილიაში აჩვენა 51% ეფექტურობა სხვა ქვეყნებში უფრო მაღალი 70%-მდე ეფექტურობა, ორივე ჯდება დაწესებული ზღვარის ფარგლებში.

ჩინეთში გარდა ამ 2 ვაქცინისა კიდევ არის 3 ვაქცინა, რომლებიც დამზადებულია მოდერნიზირებული ტექნოლოგიებით. ეს ორი ვაქცინა დამზადებულია ტრადიციულ მეთოდებზე, რომელიც ვირუსის ინაქტივირებას გულისხმობს სხვადასხვა მეთოდით.

 

სწორედ ამაზე იყო განცხადებაში  საუბარი, რომ იხილავენ სხვადასხვა ვაქცინის ე.წ ეფექტიანობის გაზრდას მეორე ან მესამე დოზით, სხვა ტიპის ვაქცინის გამოყენებისას"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გუშინ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინური წარმოების ვაქცინების ეფექტურობა დაბალია.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ განიხილება საკითხი სხვადახვა ტექნიკური წარმოების ვაქცინების იმუნიზაციისთვის გამოსაყენებლად.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში