ბათუმში მაღაზია გაქურდეს

12 აპრილი 2021, 12:59 5957 ნახვა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მაღაზია გატეხეს. შემთხვევა დღეს, 12 აპრილს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძარცველმა კარი დააზიანა და სუპერმარკეტში შევიდა. 

ობიექტის მეპატრონეებს კომენტარის გაკეთება არ სურთ, არ აკონკრეტებენ რისი წაღება მოახერხა მძარცველმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

ჯერ-ჯერობით უცნობია დააკავეს თუ არა ბრალდებული და მოხდა თუ არა მისი იდენტიფიცირება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი