''ფორმულას'' მძღოლის ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მეორე ინციდენტზე კი შეტყობინება არ შემოსულა - შსს

09 აპრილი 2021, 15:56 1217 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

უწყების ცნობით, გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის ტელეკომპანია "ფორმულას" მძღოლი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

''რაც შეეხება მეორე ფაქტს, რომელზეც ტელეკომპანია "ფორმულა" საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა. ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს'' - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი