ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

09 აპრილი 2021, 12:07 688 ნახვა

„როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში ეს ტრაგიკული მოვლენა ისტერიისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა.“ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას 4 მოქალაქის დაღუპვას, ასე ეხმაურება  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება. აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში ნათქვამია, რომ  თბილისის ნებისმიერი მცდელობა, მოახდინოს ამ ინციდენტის პოლიტიზირება და მოიპოვოს „იაფფასიანი პოლიტიკური დივიდენდები“ ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვით, მიუღებელია. ციტატა განცხადებიდან: „როგორც საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, ისე მათ პოლიტიკურ ოპონენტებს აწუხებთ არა ხალხის დაღუპვის ფაქტი,  არამედ ცდილობენ აჩვენონ თავიანთი ყალბი პატრიოტიზმი და კიდევ ერთხელ დაესხან თავს რუსეთს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში