დაპირისპირება თაკო ჩარკვიანსა და სალომე სამადაშვილს შორის 

08 აპრილი 2021, 15:32 1044 ნახვა

''სტრატეგია აღმაშენებლის'' ლიდერი თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერს სალომე სამადაშვილს უპირისპირდება. ის ოპოზიციური პარტიის წევრს პოლიტიკურ განცხადებებს უწუნებს. 

ჩარკვიანი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ''შეცდომა'' სწორედ სამადაშვილის ელჩად დანიშვნა იყო.

თაკო ჩარკვიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

''ენმ-ს ოცეულის წევრი სალომე სამადაშვილი მეკითხება  (მეკითხება მე ანუ რომელიც ოპოზიციაში  ვიყავი იმ 9 წლის მანძილზე) მიშას რატომ  იცავთ ქ.ნო თაკო??? ამას მეკითხება ის პოლიტიკოსი იმ 9 წლის მანძილზე რომ თბილად იყო გასუსული, ამ ცხრა წლის მანძილზე, რომ საკანონონმდებლო  ორგანო იყო ასევე თბილად და ენმ- ის ამომრჩეველს ანუ საკუთარ ხალხს  ამომრჩეველს, რომ ბრბო უწოდა ( "სუნიანი დაუბანელი ხალხის გვერდით  რა მინდაო"- ვციტირებ) სიაში გუბაზ სანიკიძის გვერდით რა მინდაო და უშვერი სიტყვებით ლანძღავს საკუთარ ლიდერს-სააკაშვილს - აი ეს ქალი მეტყველებდა გუშინ ტვ-ს შესასვლელ კიბეებზე მრავალი ადამიანის თანდასწრებით უწმაწური უშვერი სიტყვებით, აი ზუსტად ისეთი  სიტყვებით მეტყვეელებდა უწმაწურად უზრდელად, როგორც "ქუჩის სალდაფონი", როგორც იმ  "ჩანაწერში  "მეტყველებს ზუსტად ისე და ეს ქალი იყო წლების მანძილზე ელჩი ანუ ჩვენს ქვეყანას წარმოადგენდა, ( ჩაწერეს გადაიღეს კიდეც  მისი გუშინდელი "გამოხდომა " მეტყველება ლექსიკა ტელეფონით გადაიღეს, ჩემს გვერდით მყოფმა ადამიანმა) გახსოვთ" სიაში ვიღაც ბანძებთან რა მინდაო" თქვა, მაგრამ მერე რომ შეიყვანეს ოცეულში შევიდა.

მართლა რანაირად მოახერხა იმ სააკაშვილმა, რაც მოახერხა სახელმწიფო 
ინსტიტუტების შენებას ვგულისხმობ, აბა შეცდომები როგორ არ ექნებოდა, თუნდაც ეს "ქალი ", რომ ელჩად ჰყავდა შეცდომა იყო აბა რა, "ამათ" ხელში კიდევ კარგად ყოფილა, ალბათ სპეციალურადაც უწყობდნენ ჯინაზე, რა ვიცი ასე ჩანს-ლეგიტიმური უფლება მაქვს ასე ვიფიქრო. 

ღმერთო რას გთხოვ ასეთს?! გონი და ჯანი მიეცი ქართველს, ნიჭი და სილამაზე არ აკლია და ეს მოჯადოებული პოლიტიკური წრე ამ თაღლითი პოლიტიკოსებით გამოტენილი გაარღვევინე ამ ჩემს ქვეყანას და დედას გეფიცები, " პარლამენტშიი რატომ არ შედიხარო" მეჩხუბებიან, როცა რეფორმებს გავაკეთებთ და ჯანმრთელ არჩევნებს დავნიშნავთ  " ე" მაშინ უეჭველად შევალ პარლამენტში და მართლა " პოლიტიკანების და თაღლითი პოლიტ-დედაკაცების გვერდით ვინც დაჯდეს, კისილიოვის, პოზნერის და სალავიოვის-პუტინის პროპაგანისტების "მსხვერპლშეწირვის " მსხვერპლობა არ ააცდინო ღმერთო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერს დაუკავშირდა. სალომე სამადაშვილმა გვითხრა, რომ ამ ეტაპზე საუბარს ვერ შეძლებდა და მოგვიანებით დავკავშირებოდით. 

დატოვებს თუ არა ბლოკ ''სტრატეგია აღმაშენებელს'' თაკო ჩარკვიანი? ჯერჯერობით უცნობია. შეფარული პოზიციები - პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით როგორც თავად განმარტავს მიუღებელი და კითხვის ნიშნების შემცველია. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუღებელია კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პოზიციები, მათ შორის მის ბლოკში მყოფი პერსონების. თაკო ჩარკვიანი ამ ეტაპზე სტრატეგია აღმაშენებლის დატოვებას არ ადასტურებს, თუმცა მეტ კონკრეტიზაციას თხოვს - სურს თუ არა პარლამენტში შესვლა ამ მწვავე ვითარებაში სტრატეგია აღმაშენებლის წევრს თეონა აქუბარდიას.

პრეტენზიის ადრესატი აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი არა სადებუტატო მანდატზე საუბარი, არამედ შარლ მიშელის 6 პუნქტიან გეგმაზე მუშაობა და ხელისუფლების დათმობაზე წამოყვანაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი