ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში პირველ აპრილს შეიყვანეს,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
''კოვიდ 19-ის ფონზე პაციენტს განუვითარდა მძიმე პნევმონია, რასაც დაერთო სუნთქვის ფუნქციის დარღვევა. საჭირო გახდა აპარატული მხარდაჭერა'' - აცხადებენ სამინისტროში.
28 წლის ქალი აჭარაში გურიიდან გადაიყვანეს.