საინფორმაციო შეხვედრა გერმანიაში დასაქმების მსურველებისთვის

07 აპრილი 2021, 18:06 862 ნახვა

გერმანიაში დროებითი ლეგალური დასაქმებით დაინტერსებულ პირთა კონსულტირებისა და ვაკანსიის პირობების გაცნობის მიზნით, ქედაში, ხულოში, შუახევსა და ხელვაჩაურში საინფორმაციო ჯგუფური შეხვედრები გაიმართა.

აჭარის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელმა შერჩეულ აპლიკანტებთან შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გამართა. 2020 წლის 17 იანვარს საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ ლეგალურად დასაქმდნენ სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზე 3 თვის განმავლობაში.

მსურველთა რეგისტრაცია პორტალზე - workabroad.moh.gov.ge-ზე მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ხვალ  შეხვედრა ქობულეთში და უახლოეს დღეებში ბათუმშიც გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი