ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

07 აპრილი 2021, 17:27 6284 ნახვა

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე პოლიციამ ერთი მამაკაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის ნარკოდანაშაულისთვის აიყვანეს. უწყების ცნობით, გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა და გადაზიდვას გულისხმობს.

პოლიცია შემთხვევის ადგილას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მუშაობდა. ამოღბულია დაკავებული პირის პირადი ნივთებიც. 

მოქალაქე ამბობს, რომ ობიექტზე კარი ჩაეკეტა, რის გამოც ხელოსნები გამოიძახა, რამდენიმე წუთში კი პოლიციაც გამოჩნდა და აღნიშნული პირების ჩხრეკა დაიწყო.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი