რა დარღვევები გამოვლინდა ბათუმის აგრარულ ბაზარში?

03 აპრილი 2021, 18:17 1360 ნახვა

ბათუმის აგრარულ ბაზარში კანონდარღვევა დაფიქსირდა. ობმოდებული კარაქი ამოიღეს მაცივრიდან და ბაზრის ხელმძღვანელი 1000 ლარით დააჯარიმეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შენობაში შეტყობინების საფუძველზე შევიდნენ,  სადაც ეწერა, რომ ბაზარში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები იყო შესამოწმებელი. ჯგუფის მიერ დღესვე რამდენიმე შენიშვნა არაკრიტიკული შეუსაბამობის გამოც დაიწერა.

ბათუმის აგრარულ ბაზარში სურსათის ეროვნული სააგენტო გუშინაც იმყოფებოდა, ინსპექტორებმა  გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დააფიქსირეს, და შპს „ბაკური“1000 ლარით დააჯარიმეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი