ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

31 მარტი 2021, 12:16 762 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში არაერთ საკითხზეა საუბარი, რაც საქართველოს ეხება.  დეპარტამენტის ყოველწლიურ  ანგარიშში საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ასევე დაკავებებზე, გამოძიებებსა და სამართლებრივ დევნაზე - წერია, რომ ეს ყველაფერი  პოლიტიკურად მოტივირებული იყო. საუბარია პირად ცხოვრებაში ჩარევაზე. გარდა ამისა დოკუმენტში ნათქვამია, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო-მ „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობა განათავსა. წინასწარ შეფასებაში დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნების პირველი რაუნდი კონკურენტული იყო  და ზოგადად ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული, თუმცა „ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა”.ანგარიშში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც.  ანგარიშში ვხვდებით ასევე 2019 წლის ივნისის და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგარ მუხთარლის საქმის შეფასებებსაც. მედიის ნაწილში სხვადასხვა ტელეკომპანიასთან ერთად  მოხვდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელიც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როგორც „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ მიიჩნიეს, - ზეწოლის შედეგად, 2 თებერვალს გადადგა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე. არხის თანამშრომელთა დაახლოებით მესამედმა,  საკუთარი უფლებების დასაცავად დააფუძნა ალტერნატიული პროფკავშირები. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა მიმართ სოლიდარობის აქციები გაიმართა ბათუმში, ქუთაისას და თბილისში. მარტში სახალხო დამცველმა, „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“, ევრო უშიშროების მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენელმა ჰარლემ დესირმა და 33 ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვეს, რომ განვითარებული მოვლენები შეიძლებოდა უარყოფითად ასახულიყო მედიის თავისუფლებაზე. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა თანამშრომლებმა და მათმა წარმომადგენელმა პროფკავშირებმა არაერთი სარჩელით მიმართეს სასამართლოსა და პროკურატურას ზეწოლისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის თაობაზე და გიორგი კოხრეიძის მიერ მათ უკანონოდ გათავისუფლებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში