ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

31 მარტი 2021, 10:03 867 ნახვა

80 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი და ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. ქართველი ლოტბარს კორონავირუსი ჰქონდა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ერქომაიშვილის მდგომარეობა მძიმე იყო და აპარატზე იყო შეერთებული.

ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან ანსამბლ "რუსთავს" ხელმძღვანელობდა. 1972–1975 წლებში იყო რუსთავის სამუსიკო სკოლის დირექტორი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი