„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, რომელსაც ოპოზიციამ თანხმობა მისცა, მკაფიოდ ეწერა ორი საკვანძო საკითხი - პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნები. დღევანდელ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე არანაირი გადაწყვეტილება არ არის, ეს „ქართული ოცნების“ პოზიციის გამო მოხდა.
მისივე თქმით, სამ საკითხზე ოპოზიცია მზად იყო, რომ კომპრომისზე წასულიყო.
"ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ისეთ შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. ეს მდგომარეობა დამღუპველია ჩვენთვისაც და მათთვისაც“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.