პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარეებთან ცხრადღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ დიალოგში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოსთვის სამომავლო გზასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დეტალური წინადადება შესთავაზა. ეს ძალისხმევა მოჰყვა საქართველოში 1 მარტის ვიზიტისას პრეზიდენტ მიშელის მიერ განახლებულ პოლიტიკურ დიალოგს.
წინადადებები, რომელიც დღეს კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა
შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ,
რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე.
კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში
წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ,
რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა
და დაკავებას შეეხება.
მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და
(საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ
პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო
უმრავლესობაზე მეტი ხმა.
2. ამბიციური საარჩევნო რეფორმა
ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე.
საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვა
სხვა პარტიებიდან.
შემდეგი დამატებებით ან შესწორებებით:
პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5%
ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ.
პროფესიული წევრები აირჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმების 2/3-
ით. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის
წარმომადგენელი.
პროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იქნება ცესკოში ხმების 2/3.
რაც მოხდება საპარლამენტო განხილვა მიზანშეწონილობის შესახებ.
პროფესიული წევრები ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიების უბრალო
უმრავლესობას +1 ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებს ხელს მოაწერს
მინიმუმ 5 პროფესიული წევრი +1 პოლიტიკური პარტიის წევრი.
ქვეყნის მასშტაბით უბნების 10%-ის ავტომატური გადათვლის წესი ძალაში რჩება.
შევლენ სახალხო დამცველის ოფისისა და მოწვეული, სანდო, მიუკერძოებელი
არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, და ასევე
სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დავების განხილვის
პროცესისითვის და ცესკოსთვის დროული რეკომენდაციების წარსადგენად.
შესაძლებელია, რომ ამ ჯგუფს მიენიჭოს დამატებითი ფუნქციები, როგორიცაა
გადათვლის პროცესში ჩართვა.
უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2021 წლის 20 მარტის ერთობლივი დასკვნის
შესაბამისად, რომელიც შეეხება 2021 წლის იანვარში ინიცირებულ ორ
კანონპროექტს (საკანონმდებლო ცვლილებებს პარტიების რეგისტრაციისა და
დაფინანსების შესახებ) და შეთავაზებული ცვლილებები უნდა გადაიხედოს.
3. კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის
მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად,
პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების
ჩათვლით:
ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში
მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად:
ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების
დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული
შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა
და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების
გამოქვეყნების გზით;
ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში
დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის
#949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება
დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია
კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;
გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა
შეიკავოს;
დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში
მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს
გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით.
შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან
დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.
გამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება, მათ შორის
განისაზღვროს დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის,
დისციპლინური გადაწყვეტილებების და დავების საკითხები, რომელიც
გაეგზავნა ვენეციის კომისიის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და
ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) განსახილველად და მათი
რეკომენდაციები სრულად უნდა იყოს შესრულებული.
განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატების
ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური
პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის
საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც
ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას
უზრუნველყოფს; ეს დანიშვნები უნდა ჩატარდეს საუკეთესო საერთაშორისო
პრაქტიკის შესაბამისად, გაჭვირვალე, მიუკერძოებელი, დამსახურებაზე
დაფუძნებული დანიშვნების უზრუნველსაყოფად.
ინკლუზიური პროცესის საშუალებით, სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე
ტალღის ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით. ამ რეფორმების განხორციელების
პროცესში გამოყენებული იქნება საერთაშორისო ექსპერტების რჩევები და
დახმარება, განსაკუთრებით დასანიშნი მოსამართლეების
კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.
4. პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილი
სიიდან:
1. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
2. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
4. საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი
5. საგარეო საქმეთა კომიტეტი
დელეგაციის თავმჯდომარის 1 პოზიციას იმ საპარლამენტო დელეგაციებში,
რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში:
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო
ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს
საპარლამენტო ასამბლეა.
გამოყენებით, როგორიცაა D'Hondt მეთოდი [რომელიც არაპროპორციულობის
მინიმუმამდე დაყვანისთვის გამოიყენება]
ევროპარლამენტთან.
5. მომავალი არჩევნები
პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი
თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ
ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის
საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების
ნდობას ამცირებდა. (...) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის
განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტური
სამართლებრივი რეაგირება.“
პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და
თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში,
რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის
საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე
შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე.
2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება
მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას.