პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 85 დეპუტატის ხელმოწერით საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები წარედგინება. სიახლე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 5-დან 3%-მდე დაწევას და ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობის 7-დან 4-მდე შემცირებას ეხება. ცვლილებების ინიცირებისთვის 76 დეპუტატის ხელმოწერა საკმარისია, თუმცა მის მისაღებად უკვე 113 კანონდებელია საჭირო. პარლამენტში კი ამჟამად მხოლოდ 96 იმყოფება. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების წარმომადგენლები კი პრიორიტეტულად ამ ეტაპზე რიგგარეშე არჩევნებსა და მელია-რურუას განთავისუფლბას ასახელებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.