ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 ადამიანიდან 1-მა კლინიკა დატოვა, სამი კი მკურნალობას განაგრძობს. მედიკოსების ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა.
ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის 2 სამარშრუტო და 4 მსუბუქი მანქანა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები ქობულეთში ევექსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რა გახდა მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ამას გამოძიება დაადგენს რომელიც 276- ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ავარიის გამო ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა ორმხრივად იყო შეჩერებული. მას შემდეგ, რაც დაზიანებული მანქანები ევაკუატორების დახმარებით გზიდან გადაიყვანეს მიმოსვლა აღდგა.