ევროკომისარი: ევროკავშირს რუსული Sputnik V ვაქცინა არ სჭირდება

22 მარტი 2021, 12:47 811 ნახვა

ევროკავშირს რუსეთის „სპუტნიკ ვე“  ვაქცინა არ სჭირდება და კოვიდ 19-ის იმუნიტეტის მიღწევა მთელ კონტინენტზე ევროპული წარმოების ვაქცინის გამოყენებით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომელიც ევროკავშირის ვაქცინებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს. ევროკომისარის კომენტარს რუსული ვაქცინის მწარმოებელი გამოეხმაურა და ბრეტონი სუბიექტურობაში დაადანაშაულა. შეგახსენებთ, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ სპუტნიკ ვე ვაქცინის ექსპერტიზის პროცედურა მარტის დასაწყისში დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი