ავსტრალიაში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული

22 მარტი 2021, 12:42 1145 ნახვა

ავსტრალიის მთავრობა წყალდიდობის გამო, სიდნეის გარე უბნებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციას გეგმავს. მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა ქვეყანაში ბოლო 60 წლის განმავლობაში არ მომხდარა. უახლოესი დღეებში  ავსტრალიაში კვლავ წვიმაა ნავარაუდევი.  უხვი ნალექის გამო ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ნიუ საუთ უელსის შტატში მდინარეები ადიდდა. წყალდიდობისგან დაზარალებულ სიდნეისა და სხვა ქალაქებში მაშველები მუშაობენ. პროცესში ჩართულია ავიაციაც. სტიქიის გამო დაიხურა 150-მდე სკოლა. წყალმა მდინარესთან ახლოს მდებარე სახლი მთლიანად წაიღო. შემთხვევის დროს საბედნიეროდ სახლში არავინ იმყოფებოდა. ხელისუფლებამ შტატიდან უკვე მოახდინა 18 000 ადამიანის ევაკუაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი