იაპონიის ჩრდილოეთ - აღმოსავლეთით 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

20 მარტი 2021, 18:10 1503 ნახვა

იაპონიაში, მიიაგის პრეფექტურის სანაპიროზე, 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიიაგის რეგიონს ცუნამის 1 მეტრამდე სიმაღლის პირველი ტალღები მიწისძვრის შემდეგ მცირე ხანში დაატყდა თავს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 6:09 საათზე წყნარი ოკეანის წყლებში მოხდა და მისი სიღრმე 60 კილომეტრს შეადგენდა. მიწისძვრისგან გამოწვეული ბიძგები დედაქალაქ ტოკიოშიც იგრძნობოდა.

ინფორმაცია ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ჯერ არ ვრცელდება. ცნობილია, რომ პრეფექტურაში 200 სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი