გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო შესაძლოა შეზღუდვები გამკაცრდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი აცხადებს. „შემთხვევების მზარდი რაოდენობა შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ჩვენ მომავალ კვირებში ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს შეზღუდვების შემსუბუქებისკენ. პირიქით, შესაძლოა, ნაბიჯების უკან გადადგმაც კი მოგვიწიოს“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17 ათას 482-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 226 კოვიდ პაციენტი.