ბათუმში ბაზრის მიმდებარედ ძროხის ლეში და ცხენის ხორცი ამოიღეს

17 მარტი 2021, 11:22 5117 ნახვა

ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძროხის ლეში და ცხენის ხორცი აღმოაჩინა. 

საუბარია დაახლოებით ნახევარ ტონამდე ხორცზე.

უწყების ცნობით, ხორცის რეალიზება დაწყებული არ იყო, შესაბამისად პროდუქცია დახლებზე არ მოხვედრილა. სპეციალისტებმა ის დალუქეს და მოგვიანებით ''სანდასუფთავების'' სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაანადგურებენ.

მაკონტროლებლებმა ხორცი მანქანებში იპოვეს. ერთ-ერთი მიკროავტობუსის მეპატრონე ამბობს, რომ არ იცის პროდუქცია ავტომობილში საიდან მოხვდა.

მისი თქმით, ტრანსპორტიდან სიგარეტის საყიდლად გადავიდა, უკან დაბრუნებულს კი მანქანა ღია დახვდა, საიდანაც სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ხორცი გამოჰქონდათ. 

ჯარიმა ერთ რეალიზატორზე 1000 ლარს ითვალისწინებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი