შეთანხმების მოლოდინში

14 მარტი 2021, 20:45 832 ნახვა

კრისტიან დანიელსონის და "ქართული ოცნების" ლიდერების განმეორებითი შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის წევრები შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებენ.

„გვქონდა კიდევ ერთი პროდუქტიული დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან ერთად, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება დიალოგს და შესაძლო შეთანხმებას. წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის ვიზიტის შემდეგაც, გარკვეული საკითხები საჭიროებს დამატებით შეთანხმებას, დამატებით დაზუსტებას და დიალოგი უნდა გაგრძელდეს. იქედან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებები გასაგრძელებელია, ჩვენ ახლაც მოვერიდებით დეტალების გამჟღავნებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში