არავითარი შეჭრა არ იგეგმება - ირაკლი ღარიბაშვილი ''ტვ პირველზე'' 

12 მარტი 2021, 12:26 828 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ''ტვ პირველში'' შეჭრა არ იგეგმება და ეს ინფორმაცია აბსურდია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

''ტვ პირველის'' მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში, ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და აბსურდი. არავითარი შეჭრა არ იგეგმება მთავრობის მხრიდან. ეს მინდა ჩვენს ოპონენტებს შევახსენო. ჩვენ დღეს 2021 წელს, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც მოხდა  ''იმედის'' დარბევა და შეჭრა. 

რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი ჩამოვიტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს. აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი პანიკისა და განგაშის არ არსებობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში