11-12 მარტის მოვლენებიდან 4 წელი გავიდა. 2017 წლის 11 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მიზეზით ერთ–ერთი მოქალაქე დააჯარიმეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.
ბათუმი პლაზას მიმდებარედ დაწყებული აქცია, საპატრულო პოლიციის შენობასთან ხალხმრავალ პროტესტში გადაიზარდა.
აქციის მონაწილეები მაშინ ჯარიმებს აპროტესტებდნენ, დაკავებული იყო რამდენიმე მოქალაქე და სწორედ მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა დაწვეს ავტომანქანები და ისროდნენ ქვებს.
რა ეტაპზეა ხმაურიანი საქმე 4 წლის შემდეგ?