ავიაკატასტროფა თურქეთში-დაიღუპა 11 სამხედრო

05 მარტი 2021, 12:40 970 ნახვა

ავიაკატასტროფას თურქეთში 11 სამხედრო ემსხვერპლა. სამხედრო ვერტმფრენი ბითლისის პროვინციაში ჩამოვარდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენი ბინგიოლიდან ტატვანში მიემართებოდა. ადგილზე 9 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი საავადმყოფოში. დაშავდა ორი ჯარისკაცი. ავიაკატასტროფის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი