სამართალდამცველებმა შიდა ქართლში არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, გოგონას 13 წლის ასაკში შვილი შეეძინა რის შემდეგაც ფაქტი გახმაურდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.
სასჯელი რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.