არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია

22 თებერვალი 2021, 12:11 704 ნახვა

პარლამენტში დღესვე არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში კვოტების საკითხზე იმსჯელებენ, სადაც წარმოდგენილი იქნება ოპოზიციის სტატუსით მხოლოდ "ევროპელი სოციალისტები". წესით, საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. აქედან გამომდინარე, რეგლამენტის მიხედვით, დიდი ალბათობით, სამი თვის ვადით შექმნილ კომისიაში სულ 4 პირი იქნება და ოპოზიციას და უმრავლესობას თანაბარი წარმომადგენელი ეყოლება. კომიტეტზე კვოტების განსაზღვრის შემდეგ ის დასამტკიცებლად ბიუროს წარედგინება.  „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ  კიდევ ერთხელ დადასტურდება არჩევნების შედეგების სიზუსტე, ხოლო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია კომისიას აბსოლუტურ უნდობლობას უცხადებს და ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შეთავაზებას ცინიკურადაც მიიჩნევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი