თბილისში თოვს. თოვლია ქვეყნის უმეტეს რეგიონშიც. უამინდობამ პრობლემები შექმნა, მოძრაობა პარალიზებული იყო წყნეთი-ბაგების ცენტრალურ გზაზე. შესაბამისი სამსახურები გზებზე მარილს ყრიან და გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. ბაგების ტერიტორიაზე აღარ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ავტობუსები გაჩერებულია. მძღოლები ტერიტორიაზე მარილის დაყრას ელოდებიან, რომ განაგრძონ მუშაობა. თვითმხილველების ინფორმაციით, წყნეთის გზაზე ავტობუსის მოსაცდელი გადაყირავდა, რომელიც არასრულწლოვანს დაეცა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ბაგებისა ფალიაშვილის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ, უამინდობის გამო ხე წაიქცა, რამაც ტერიტორიაზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.