წყნეთში, დიდთოვლობის გამო ავტობუსის მოსაცდელი დაზიანდა, ნაგებობის ნაწილი წაიქცა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოზარდი კონტაქტურ მდგომარეობაში იყო და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.