განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

16 თებერვალი 2021, 11:47 683 ნახვა

ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დედას ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული ქალი გადაყვანილია კლინიკაში. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში