აჭარის მთავრობის სახლში აქციის მონაწილეებსა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა ჩაიშალა

15 თებერვალი 2021, 17:11 1140 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლში, აქციის მონაწილეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება არ შედგა. შეხვედრაზე შესულმა აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლი რამდენიმე წუთში დატოვეს.

მათი განცხადებით, ისინი თორნიკე რიჟვაძესთან სასაუბროდ შევიდნენ, თუმცა მათ მინისტრის მოადგილე და მთავრობის სხვა წევრები დახვდნენ, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია.

"ბატონი თორნიკეს მოადგილე მეუბნებოდა, რომ ყველაფერს გადავცემო, მაგრამ ჩვენ აქ თორნიკე რიჟვაძესთან სასაუბროდ შევედით. თავმჯდომარესაც კარგად ვცნობ და მინისტრის პირველ მოადგილესაც, ვისგანაც ვითხოვდით პასუხს ის უნდა ყოფილიყო.  ვერაფერს ვერ მოვიტყუებ.

 

ბატონი რამაზი როგორც ყოველთვის ამბობს,რომ ყველაფერი კარგად იქნება, ის ყოველთვის კარგად გვესაუბრება. ჩვენ გვინდა მთავარი  ვიცოდეთ, როდის იწყებენ ხელშეკრულების გაფორმებას? არც ერთი ოჯახი არ დავთმობთ, სანამ არ მივიღებთ გარანტიებს არ მოვეშვებით.  საუბარი არ გაგვიგრძელებია, იმიტომ რომ მე თავმჯდომარესთან მივედი, რომელიც დღეს ''ოცნების ქალაქში'' იყო, აქ კი არ დამხვდა, რატომ გამექცა? ჩემმა ხულელმა როგორ გაბედა, რომ მაგიდასთან მიმიწვია და არ დამხვდა"-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მარინა ბერიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ მთავრობის თავმჯდომარე გარკვეული საკითხების გავლის შემდეგ შეხვედრას შემოუერთდებოდა და მათ შეხვდებოდა.

რამაზ ჯინჭარაძისთვის გაუგებარია, თუ რისთვისაა მიმართული ის საპროტესტო მუხტი მაშინ, როცა ე.წ. ოცნების ქალაქში პანდემიის პირობებშიც კი სახლების მშენებლობა არ შეჩერებულა.

"ვხვდებოდით ჩვენ ადამაიანებს და უნდა გაგველო ის თემები რაც ეხებოდა ,,ოცნების ქალაქს'', უნდა დაგვეზუსტებია მათი მოთხოვნები, შემდეგ მთავრობის თავმჯდომარეც უნდა შეხვედროდა და გაგვევლო ბოლომდე. ჩვენ ვუთხარით, რომ მუშაობის პროცესს როცა დავიწყებდით,  სხვადასხვა კატეგორიების გამო ამას დრო დასჭირდებოდა,  შემდეგ თორნიკე რიჟვაძეც შემოგვირთდებოდა და გავივლიდით ყველა თემას. ის რომ შეხვედრა დატოვეს და გამოვიდნენ ეს რას ნიშნავდა მაინც ვერ გავიგე.

როცა "ოცნების ქალაქში" პანდემიის მიუხედავად მშენებლობა ერთი წუთით არ გაჩერებულა და ვცდილობთ, რომ მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და მშენებლობის მეორე ეტაპი  არის დაანონსებული, მე არ მესმის საპროტესტო მუხტი თუ რისთვისაა მიმართული.

ეს სახლები შენდება ზუსტად იქ მცხოვრები უსახლკარო ოჯახებისთვის. 

თორნიკე რიჟვაძე მათ შეხვდებოდა, ეტყობა ვიღაცას სჭირდებოდა იმის თქმა, რომ შეხვედრა დავტოვე და გამოვედიო, თუმცა იქ დასატოვებელიც არაფერი იყო.

"ოცნების ქალაქში" უსახლკარო, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, შშმ პირი, ეკომიგრანტი და ყველა კატეგორიაა, რომელიც ეტაპობრივად დაკმაყოფილდება. მეორე ეტაპი იწყება და არავინ თქვას, რომ ჩვენ 582 ოჯახზე ვჩერდებით. შეიძლება იქ გამოიკვეთოს 12 კრიტერიუმი და მე მათ მოვუწოდებ, რომ კომისია მუშაობს და ყოველ ხუთშაბათს შეუძლია მოვიდნენ და ჩაერთონ მუშაობაში. ვისაც აქვს საცხოვრებელი სახლი ბათუმში, დაკეტა ის და რაღაც მიზნით გადავიდა იქ საცხოვრებლად ასეთი ოჯახები ვერ მოხვდებიან სიაში, მაგრამ რეალურად დახმარებას ვინც საჭიროებს, ისინი მიიღებენ"- განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში