დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შესამჩნევად სტაბილურდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, დიდ ქალაქებში უნდა მოხდეს სკოლებზე დაკვირვება, რადგან მობილობა გაზრდილია.
„ინციდენტობა, 7-დღიანი, 14-დღიანი, დადებითობის მაჩვენებელი, საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი, ყოველდრიური სიკვდილიანობა, ყველა ეს ინდიკატორი დადებითი დინამიკით ხასიათდება, მაგრამ არავითარი დამშვიდების საფუძველი არ არის, რადგან ყოველდღიურად მაინც 300-400-500 შემთხვევა საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი. არ არის 5 000 შემთხვევა, ანუ ათჯერ არის შემცირებული ნოემბერთან მიმართებაში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ამიტომ ყველა რეკომენდაცია გასათვალისწინებელია.
განსაკუთრებით ახლა, მნიშვნელოვანია დაკვირვება, დიდ ქალაქებში სკოლების გახსნასთან დაკავშირებით . მოგეხსენებათ, ეს მობილობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტიმულია და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში გავტესტეთ 49 777 პედაგოგი და მხოლოდ 0.2 პროცენტია დადებითი მაჩვენებელი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.