საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმდებიან - ტიკარაძე

11 თებერვალი 2021, 16:12 1066 ნახვა

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმდებიან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პროექტი გასულ წელს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. 

მინისტრის განმარტებით, საუბარია სოფლის მეურნეობის სფეროში მოქალაქეების მოკლევადიან დასაქმებაზე. 

''2010 წლის 17 იანვარს დაიდო ხელშეკრულება საქართველოსა და გერმანიის მთავრობას შორის, მაგრამ რადგან პანდემია იყო, ამ პროექტის განხორციელება გასულ წელს ვერ მოხერხდა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 15 თებერვლიდან გვექნება საშუალება დავიწყოთ მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმების შესახებ. ეს პროგრამა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 

დღესდღეობით დასაქმების სააგენტოსაც აქვს გარკვეული გამოცდილება, როგორც რეგისტრაციის, ასევე მოქალაქეების უნარების გამოვლენის კუთხით, პროცესი  ხარვეზების გარეშე წარიმართება.

გერმანიის მთავრობა მზად არის განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს ჩვენი მოქალაქეები. ეს არის დროებითი შრომითი მიგრაცია, რომლის ვადებიც განსაზღვრულია სამი თვით. ეს მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ასევე ცოდნის გაძლიერებაზე'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში