აქცია აჭარის მთავრობასთან

09 თებერვალი 2021, 18:05 1288 ნახვა

ავტობანის მშენებლობის გამო კომპენსაციის გარეშე დარჩენილი ოჯახების, თურქეთში თვითდასაქმებულების, იპოთეკით დაზარალებულებისა და  ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლების საპროტესტო აქცია  აჭარის მთავრობის სახლთან. ისინი  მთავრობის თავმჯდომარესთან  მედიის თანდასწრებით შეხვედრას ითხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს. ჟურნალისტების გარეშე შეხვედრას კი აქციის მონაწილეები არ დათანხმდნენ.

ამბობენ, რომ წლებია  მათ პრობლემებს მთავრობა ყურადღებას არ აქცევს, ამიტომ 15 თებერვალს ფართომასშტაბიან აქციას  აანონსებენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი