ჯანმო-ს ექსპერტებმა ვერ დაადგინეს, როგორ მოხვდა კორონავირუსი უჰანის ბაზარში

09 თებერვალი 2021, 15:45 958 ნახვა

მიღებული ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე უჰანის  ბაზარში ახალი კორონავირუსის  მოხვედრის მიზეზის დადგენა შეუძლებელია.  ამის შესახებ  ექსპერტთა კომისიის ხელმძღვანელმა ნიან ვანიანმა განაცხადა. მისი თქმით, დაავადების ზოგიერთმა შემთხვევამ არ აჩვენა ზღვის პროდუქტების ბაზართან კავშირი, როგორც ამას თავდაპირველად მიიჩნევდნენ.  შესაძლოა ზღვის პროდუქტების ბაზარი უჰანში გამხდარიყო ვირუსის გავრცელების ცენტრი. არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეუძლებელია იმის დადგენა,  თუ როგორ მოხვდა სარს-კოვ-2 უჰანში-განცხადა ვანიანმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ჩინეთში ჯანმოს ექსპერთა საერთაშორისო ჯგუფის ვიზიტის დასასრულს გაიმართა.  პირველად კოვიდ-19-ის აფეთქება 2019 წლის ბოლოს  ჩინეთის ქალაქ უჰანში გამოვლინდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანმომ იგი პანდემიად გამოაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი