შევა თუ არა “გირჩი” პარლამენტში?

09 თებერვალი 2021, 15:29 911 ნახვა

საარჩევნო რეფორმის ფარგლებში ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის ნულოვანი ბარიერის დასაწესებლად უმრავლესობა მზადაა. თუმცა პარტია "გირჩში"   ამბობენ, რომ  მამუკა მდინარაძის განცხადება ნულოვანი ბარიერის შესაძლო შემოღების თაობაზე საკმარისი არ არის. რა შემთხვევაში შეწყვეტს ბოიკოტს გირჩი და რა არის იმისთვის   საჭირო, რომ  პარლამენტში შევიდნენ? გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ  წინადადება ნულოვანი ბარიერის განხილვის თაობაზე არის პირველი ნაბიჯი, თუმცა ის წინადადება, რისთვისაც გირჩი პარლამენტში შევა, "ჯერჯერობით, მაგიდაზე არ დევს". 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი