გაერო-ს განცხადებას ჩინეთმა ვეტო დაადო

03 თებერვალი 2021, 15:37 1069 ნახვა

გაეროს უშიშროების საბჭო მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებაზე ვერ შეთანხმდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ საკითხს მხარი ჩინეთმა არ დაუჭირა, რომელიც საბჭოს მუდმივი წევრია და ვეტოს უფლებით სარგებლობს. 15-კაციანი საბჭო გაერთიანებული სამეფოს მიერ მომზადებულ განცხადებას 2 საათის განმავლობაში განიხილავდა. განცხადება გმობს მიანმარში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას და მოუწოდებს სამხედროებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული პირები. მიანმარში სამხედრო გადატრიალება რამდენიმე დღის წინ მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი და ასობით კანონმდებელი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში