აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან პროვოკაცია აზერბაიჯან სოხმეთის საზღვართან განხორციელდა. ბაქოში აცხადებენ, რომ ყაზახის რაიონში ოკუპირებული სოფლის, დისლოცირებულმა სომხეთის არმიის დანაყოფმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 20-ჯერ დაარღვია და აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პუნქტის მიმართულებით ტყვიამფრქვევებით გახსნა ცეცხლი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციას უარყოფენ და ბაქოს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ.