ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი ქარბუქი დაატყდა თავს, რის გამოც ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიამ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები შექმნა. ნიუ-იორკის მერის განკარგულებით, ორშაბათიდან არააუცილებელი მგზავრობა აიკრძალა, ხოლო დღეიდან საჯარო სკოლები დაიხურა. შტატის გუბერნატორმა კი ქალაქ ნიუ-იორკსა და კიდევ 44 ოლქში საგანგებო მდგომარება გამოაცხადა. სინოპტიკოსების პროგნოზით, აშშ-ის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში თოვლის საფარის სიმაღლე 60 სანტიმეტრს აღწევს. საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ნიუ–ჯერსის გუბერნატორმაც. გაიცა ბრძანება ავტობუსებისა და სარკინიგზო მოძრაობის შეჩერების შესახებ. ქარბუქის გამო დიდ აეროპორტებში, ასობით რეისი გაუქმდა. ამერიკის შეერთებული შტატების ამინდის ეროვნული სამსახური 2016 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ თოვლს პროგნოზირებს.