თურქეთში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ისლამური სახელმწიფოს 12 მხარდამჭერი დააკავეს, მათგან 5 რუსეთის მოქალაქეა.ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.დაკავებები გასული წლის 31 დეკემბერს განხორციელდა.უწყების მონაცემებით, ბოევიკები სირიიდან თურქეთის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ.გამომძიებლებმა დაადგინეს,რომ დანარჩენი 4 დაკავებული უზბეკეთის და კიდევ 3 ყირგიზეთის მოქალაქეები არიან. ყველა დაკავებული ისლამური სახელმწიფოს ტერორისტია ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.