შეხვედრა ნატოს შტაბ-ბინაში

27 იანვარი 2021, 11:46 1083 ნახვა

რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ახალი გამოწვევები. თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუცია ამ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე. უწყების ინფორმაციით, გენერლებმა ერთობლივი სამხედრო სწავლებების მნიშვნელობასა და მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებაზე გაამახვილეს ყურადღება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი