ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი ოთხ პატიმარს დაუდასტურდა

23 იანვარი 2021, 11:18 1975 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაცით, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი ოთხ პატიმარს დაუდასტურდა. ისინი ინფიცირებული პირის კონტაქტები არიან. უწყების ცნობით, ინფიცირებული პატიმრების მდგომარეობა სტაბილურია.

"კონტაქტი ჰქონდათ 12 იანვარს კოვიდდადასტურებულ პირთან და როგორც ინფიცირებული პირის კონტაქტები, 12 იანვრიდან იზოლაციაში იმყოფებიან, დაწესებულების საკარანტინო სივრცეში. ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები, მათი მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფებიან მედპერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. კერძოდ, ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფ პირებს, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებიან, ყოველდღიური თერმოსკრინინგი, სატურაციის კონტროლი და სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მონიტორინგი უტარდებათ. 

ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ 21 იანვარს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს N2 დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ ბ.ე.- ს ცოვიდ-19 დაუდასტურდა, სიცრუეა. მოცემული პირი ასევე იზოლაციაშია, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი, თუმცა მას ვირუსი დადასტურებული არ აქვს,"-ნათქვამია განცხადებაში. 

დაწესებულების ინფორმაციით, მიუხედავად ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი