ეპიდ-შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა ცნობილია

22 იანვარი 2021, 20:10 1679 ნახვა

საქართველოში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, პირველი თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქება იწყება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აღდგება რეგულარული ფრენები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სკოლები და სავაჭრო ცენტრები პირველ ეტაპზე, ბათუმში, ზუგდიდში,ფოთში გორსა და თელავში დაიწყებენ მუშაობას, პირველი მარტიდან კი თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, მანამდე კი ამ ქალაქებში მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, ოღონდ შაბათ-კვირის გარდა.

ასეთია მთავრობის გადაწყვეტილება ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე.

1-ლი მარტიდან უნდა განახლდეს სწავლა ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.  

აჭარა გამონაკლისია, სადაც კვების ობიექტებს ღია სივრცეში შეეძლებათ სტუმრების მიღება, სხვა ქალაქებში კი ჯერ-ჯერობით გატანის სერვისით იმუშავებენ.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი