ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანა "ამბიკონ სტილსში" თანამშრომელი გარდაიცვალა

19 იანვარი 2021, 14:23 1995 ნახვა

ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანა ,,ამბიკონ სტილსში", 48 წლის თანამშრომელი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქარხანაში დასაქმებული სამშენებლო მანქანაზე ადიოდა, რა დროსაც გადმოვარდა, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმა მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა. 

 გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ კომპანიაში, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. იყო თუ არა დარღვეული შრომის უსაფრთხოების წესები ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

შსს ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

მეტალურგიულმა ქარხანა „ამბიკონ სტილსმა'' მუშაობა 2019 წლის იანვარში, ქუთაისის ავანგარდის დასახლებაში არსებულ შპს „ევრაზიან სტილსის'' კუთვნილ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე დაიწყო.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი