ჰონდურასიდან აშშ-ის მიმართულებით მიგრანტების ახალი ქარავანი დაიძრა

17 იანვარი 2021, 15:15 1351 ნახვა

ჰონდურასიდან აშშ-ის მიმართულებით მიგრანტების ახალი ქარავანი დაიძრა. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, მხოლოდ პარასკევს ჰონდურასი 8 000-მდე გვატემალელმა დატოვა, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. გამოცემის ცნობით, მიგრანტები ჰონდურასს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის, ინფლაციისა და გაჭირვების გამო ტოვებენ და იმედი აქვთ, რომ აშშ-ის საზღვრის გადაკვეთას მოახერხებენ.

მიგრანტების ჯგუფმა ჰონდურასისა და გვატემალას საზღვარი უკვე გადაკვეთა და ახლა ისინი გვატემელადან მექსიკაში გადასვლას აპირებენ, შემდეგ კი აშშ-ში მოხვედრას ეცდებიან. მიგრანტებს იმედი აქვთ, რომ ჯო ბაიდენი მათ მიმართ დონალდ ტრამპთან შედარებით უფრო ლოიალური იქნება.

ცნობისთვის, გასულ წელს დონალდ ტრამპმა მექსიკის ხელისუფლებას განუცხადა ჰონდურასელი მიგრანტების ნაკადები შეეკავებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მექსიკას საბაჟო ტარიფებს დაუწესებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი