დაპირისპირება ჩოხატაურში-პრეზიდენტის გამოხმაურება

14 იანვარი 2021, 11:50 286 ნახვა

,საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება“-ასე გამოეხმაურა  პრეზიდენტი სოფელ ბუკნარში განვითარებული მოვლენებს.  სალომე ზურაბიშვილი განცხადებას აქვეყნებს , რომელშიც ნათქვამია,  რომ  ფაქტი სამწუხაროა. პრეზიდენტი    იმედს გამოთქვამს, რომ ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება. ,, არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობა, სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა", - აცხადებს ზურაბიშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში