ბათუმში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც კლინიკის შენობას დაეცა

14 იანვარი 2021, 11:42 5239 ნახვა

ბათუმში, ძლიერი ქარმა კლინიკა ბიემსი-ის ეზოში ხე მოგლიჯა, რომელმაც სამედიცინო დაწესებულების სახურავის ნაწილი დააზიანა. 

როგორც აჭარის მაუწყებელს კლინიკაში განუმარტეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ასევე არ დაზიანებულა ეზოში გაჩერებული ავტომობილები.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ბათუმში, გუშინ, ძლიერი ქარი იყო. 

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ტექნიკა და სპეციალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს დაზიანებული ხის ტერიტორიიდან გატანა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი