ამნისტიის პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, დღეს დამტკიცდება

11 იანვარი 2021, 11:46 940 ნახვა

ამნისტიის კანონი პარლამენტმა დღეს უნდა დაამტკიცოს. ბოლო 9 წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე მასშტაბური ამნისტია იქნება.  საკითხს დეპუტატებმა კენჭი რიგგარეშე სესიაზე უნდა უყარონ. მანამდე კი სხვადასხვა თემაზე ბიურო იმსჯელებს. კანონპროექტის მიხედვით, იანვრის ბოლომდე ციხე დახლოებით 1 500-მდე პატიმარმა უნდა დატოვოს. შეგახსენებთ, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში მასშტაბური ამნისტია არ განხორციელებულა. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი საინიციატივო ჯგუფი მუშაობდა ამნისტიის პროექტზე, თუმცა, არცერთი მათგანი პარლამენტში განხილვებამდე არ მისულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი