აჭარაში covid-19 კიდევ 62 ადამიანს დაუდასტურდა

11 იანვარი 2021, 11:04 1188 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 100 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე covid-19  32 826 პაციენტმა დაამარცხა.

რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში რჩება 364 პაციენტი, მძიმეა 71-ის მდგომარეობა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 7 მოქალაქე. კლინიკურ-სასტუმროებში მოთავსებულია 459 ადამიანი. ​საკარანტინე სივრცეებში კი ამ ეტაპზე 39 პირი იმყოფება. 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში არის 23 178 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 869 პირი, აჭარაში - 1 998. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი