,,ქუთაისი ანტისემიტიზმის გარეშე'' - აქცია

10 იანვარი 2021, 15:28 1164 ნახვა

,,ქუთაისი ანტისემიტიზმის გარეშე'' -ამ სლოგანით ქუთაისში აქცია გაიმართა. ცენტრალურ მოედანზე სამოქალაო აქტივისტები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და ქუთაისში ბოლო დროს სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ ანტისემიტურ განცხადებები გააპროტესტეს.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ხვიჩა ვაშაყმაძე აცხადებს ანტისემიტიზმი განსაკუთრებით უცხოა ქალაქისთვის, სადაც ებრაელები და ქართველები დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ: „საქართველოსთვის უცხოა ანტისემიტიზმი, მით უფრო ქუთაისისთვის, რომელიც კლასიკური ნიმუშია ქართველთა და ებრაელთა ისტორიული თანაცხოვრებისა. ჩვენი დღევანდელი გზავნილი არის ის, რომ ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს ერთეული ადამიანების განცხადებები ხელს ვერ შეუშლის“, – ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძემ. სამოქალაქო აქტივისტებმა აქციაზე ხელისუფლებას და საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდეს. რამდენიმე დღის წინ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ რამდენიმე დღის წინ ქადაგებისას ანტისემიტური გამონათქვამები გამოიყენა.

ასევე ანტისემიტური ქადაგებაში დაადანაშაულა არასამთავრობო ორგანიზაცია TDI-მ მეუფე იოანეც. სასულიერო პირების განცხადებას საქართველოში ისრაელის ელჩიც გამოეხმაურა და ხელისუფლებას რეაგირება მოითხოვა

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი